ბოლო ამბები
ივლისი 16, 2024

ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს როგორც ბოკერია. – მიხეილ სააკაშვილი ნაც.მოძრაობას მიმართავს

სექ5,2023
გაზიარება

მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართავს. პოსტი მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა:

“მინდა მივმართო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, ჩვენს გმირულ აქტივს!

ჩემო ძვირფასებო, ძალიან მომენატრა თქვენთან პირადი კონტაქტი, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ მე ზღვა გადმოლახული მაქვს, თქვენს შორის ვიმყოფები და თქვენთან ერთად ვიბრძვი საქართველოს გადასარჩენად.

ამისთვის გავუძელი ყველაფერს აქამდე. ამ გზაზე ჩვენ ყველა პატრიოტთან უნდა გავაერთიანოთ სათითაოდ ჩვენი ძალები, მაგრამ იმისთვის, რომ სხვებთან გვქონდეს მისასვლელი პირი, თვითონ პარტიამ უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა და სიმტკიცე, ამავე დროს მივესალმები დებატებსაც და მუდმივ შიდა განახლებასაც. ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ბოკერიას გზასთან. ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს როგორც ბოკერია.

სამიზნე უნდა გავასწოროთ ყველამ, ჩვენი მთავარი და ამ ეტაპზე ერთადერთი სამიზნე რუსული რეჟიმია!”- წერს მიხეილ სააკაშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა