ნორმალურ გარემოში ეს არ არის ტელევიზიის საქმე, სამწუხაროდ შეიქმნა ეს ვითარება – თეონა გეგელია

331
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ტელეკომპანია “იმედი” წინასაარჩევნი პერიოდში საგანგებო რეჟიმში გადადის და ამატებს ახალ გადაცემა “იმედი ლაივს” რომელსაც ჟურნალისტი თეონა გეგელია გაუძღვება. გადაცემის წარდგენისას მან წინასიტყვაობაში აღნიშნა ის მიზეზები, რის გამოც ტელევიზიას სპეციალურ რეჟიმში უწევს მაუწყებლობა.

“ნორმალურ გარემოში ეს არ არის მედიის და საერთოდ ტელევიზიის საქმე. სამწუხაროდ 2012 წლის არჩევნებიდან 6 წლის თავზე შეიქმნა ვითარება, როდესაც ერთ მხარეს აღმოჩნდა პოლიტიკური ჯგუფი, რომლის არა შეცდომებს, არამედ დანაშაულებს შორის არის ტელეკომპანია “იმედი”-ს დარბევა, ამიტომ ამ ტიპის ძალის ხელისუფლების რომელიმე შტოსთან მიახლოების წინააღმდეგ პოზიციონირება არის ამ ტელეკომპანიის ღირებულებითი არჩევანი და ჩემი პირადი არჩევანიც”– განაცხადა თეონა გეგელიამ. გადაცემა “იმედი ლაივს” ყოველ კვირას, ოთხშაბათს და ხუთშაბათს 23:00 საათზე გავა. ეს არის საგანგებოდ შექმნილი პოლიტიკური გადაცემა ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE