ინციდენტი მოხდა თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში. როგორც მოქალაქე გიორგი გაბედავა სოციალურ ქსელში წერს, რუსეთის მოქალაქე ქალბატონმა, რომელიც მისი მეუღლის წინ მაგიდაზე იმყოფებოდა, შენიშვნა მისცა, რომ ბავშვები ზედმეტად ხმაურობდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
“ბოდიში არაკორექტული ლექსიკისთვის, მაგრამ ჩემი ცოლ-შვილი ხინკალს ჭამდა ჩვენს სახლთან რესტორანში.
ბავშვები დარბოდნენ და იცინოდნენ, არავის მაგიდას არ შეხებიან და არც ვინმე შეუწუხებიათ ასე შეხებით, უბრალოდ დარბოდნენ და იცინოდნენ. ამ დროს ორი რუსი იჯდა რესტორანში, ქალმა შეურაცხყოფები მიაყენა ჩემს ოჯახს, უთხრა წადით სახლში ჭამეთო, идите в жопу და მსგავსი ტექსტებით.
ჩემი მეუღლე წამოვიდა რესტორნიდან და ამის შემდეგ ჩავედი და საკადრისი პასუხი გავეცი. ისწავლონ სტუმრებმა სტუმრობა!!! თუ დამიჭერენ იცოდეთ სიმართლე, ამიტომ ვდებ ვიდეოს სადაც ჩანს ყველაფერი”- წერს გიორგი გაბედავა.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს