ბოლო ამბები
11/11/2024

ნინო ჯანგირაშვილს აინტერესებს, ირაკლი ღარიბაშვილის შვილი ამერიკაში სწავლის საფასურს იხდის, თუ დაფინანსება მოიპოვა

გაზიარება

ნინო ჯანგირაშვილს აინტერესებს, ირაკლი ღარიბაშვილის შვილს ამერიკაში სწავლის გადასახადს უხდიან თუ დაფინანსება მოიპოვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

“ვიცი ახლა მთავრობის სტრატკომი დიდ ამბებშია, ფინანსურ გაპრავებებზე მუშაობს. ხოდა, ბარემ ერთი ეს პატარა ამბავიც გაგვიპრავეთ ძვირფასებო:

პენსილვანიის უნივერსიტეტის ვებგვერდზე ოფიციალურად არის გამოქვეყნებული რა ჯდება აქ ერთი წელი ბაკალავრიატში სწავლა. ამ სასწავლო წელს ეს თანხა შეადგენს 89 000 აშშ დოლარს, რაც დაახლოებით 231 000 ლარია.

ეს არის თანხა სწავლის გადასახადის, დაზღვევის, ცხოვრების, კვების, წიგნების და ა.შ. ჩათვლით. თავად უნივერსიტეტი, რა თქმა უნდა, ხშირად აფინანსებს სტუდენტებს და აშშ–ში უფულობა ნიჭიერი ადამიანებისთვის არ ხდება ბარიერი სწავლის გზაზე. დაფინანსების განაცხადი და მიღებაზე განაცხადი იქაურმა მოქალაქეებმა ცალ–ცალკე უნდა შეიტანონ.

ანუ, მიღების გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ ახდენს, ფული გაქვს თუ არა. რაც შეეხება უცხოელებს, აქ მიღების და დაფინანსების მოთხოვნის განაცხადი ერთად შეაქვთ, რადგან დაფინანსების არსებობის საკითხი გავლენას ახდენს მიღების გადაწყვეტილებაზე.

მოკლედ, რისი თქმა მინდა: ღარიბაშვილის შვილის მიღების წერილი ნანახი გვაქვს, დედამისმა გამოაქვეყნა. არ გვაქვს ნანახი დოკუმენტი, მოიპოვა თუ არა ამ ბიჭმა უნივერსიტეტის დაფინანსება, თუ ოჯახი აფინანსებს მის სწავლას.

ეს წესით თავიდანვე უნდა გარკვეულიყო, როცა იღებდნენ უნივერსიტეტში. სტრატკომო, ან დადეთ დოკუმენტი, რომ ღარიბაშვილის შვილმა უნივერსიტეტის გრანტი მოიპოვა, ან დაასაბუთეთ, საიდან მოიტანა ღარიბაშვილმა ეს 89 000 დოლარი. შეიძლება ძმაკაცებმა აუგროვეს, მშვენიერი ვერსიაა. ეგ მაინც გვითხარით.”- წერს ჯანგირაშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა