მსოფლიოში კომპიუტერის მომხმარებლებზე თავდასხმების რაოდენობა შემცირდა – Kaspersky

62
ნახვა/წაკითხვა

2023 წლის მეორე კვარტალში, „კასპერსკის ლაბორატორიის“ გადაწყვეტილებები წინ აღუდგნენ ონლაინ წვდომის გზით საბანკო ანგარიშებიდან ფულის მოსაპარად შექმნილ ერთი ან მეტი მავნე პროგრამის გაშვებას 95 546 უნიკალური მომხმარებლის კომპიუტერებზე, მაშინ როცა 2022 წლის აპრილ-ივნისში ისინი აღმოჩენილი იქნენ 100 829 უნიკალური მომხმარებელის კომპიუტერებზე. თუ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში კომპიუტერის მომხმარებლები ავღანეთში (მომხმარებელთა 3,7%), თურქმენეთში (3,6%) და ტაჯიკეთში (3,2%) გახდნენ ყველაზე მეტად მავნე ფინანსური პროგრამების თავდასხმის მსხვერპლნი, ერთი წლით ადრე ამ სიას სათავეში ედგა იგივე სამი ქვეყანა, მაგრამ პირველ ადგილზე თურქმენეთი (4,8%) იყო, მეორეზე ავღანეთი (4,3%), მესამეზე კი – ტაჯიკეთი (3,8%).

კომპანიის მონაცმებით, 2023 წლის მეორე კვარტალში აღმოჩენილია 15 ახალი კრიპტოგრაფთა ოჯახი და ამ ტიპის მავნე პროგრამის 1917 ახალი მოდიფიკაცია, გასული წლის იმავე პერიოდში ახალი ოჯახების იგივე რაოდენობა და 2355 ახალი მოდიფიკაცია იქნა გამოვლენილი. მიმდინარე წლის ივნის-აპრილში, „კასპერსკის ლაბორატორიის“ პროდუქტებმა და ტექნოლოგიებმა გამოსასყიდი პროგრამების შეტევებისგან დაიცვა 57 612 მომხმარებელი, ხოლო წინა წლის იმავე თვეებში – 74,377 მომხმარებელი. გამოსასყიდი პროგრამებისგან ყველაზე მეტად დაზარალებული სამი ქვეყანა უცვლელი დარჩა: ბანგლადეში (1,38%) პირველ ადგილზეა, მეორე ადგილზე სამხრეთ კორეაა (1,25%), მესამეზე კი – იემენი (1,18%). გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ბანგლადეში (1,81%) ასევე იყო პირველი, მაგრამ იემენი (1,24%) მეორე იყო, ხოლო სამხრეთ კორეა (1,11%) მესამე.

კომპანიის ექსპერტებმა ასევე დაარეგისტრირეს ფარული კრიპტომაინერების აქტივობის კლება. ასე რომ, მიმდინარე წლის აპრილ-ივნისში მაინერების მხოლოდ 2184 ახალი მოდიფიკაცია დაფიქსირდა ერთი წლით ადრე 40 788 მონაცემის სანაცვლოდ, ისევე დაფიქსირდა თავდასხმები პროგრამა-მაინერების გამოყენებით 384 063 უნიკალური მომხმარებლის კომპიუტერებზე, 2022 წლის მეორე კვარტალში 454 38 5 უნიკალური მომხმარებლის სანაცვლოდ. მომხმარებელთა უდიდესი წილი, რომლებმაც განიცადეს ასეთი თავდასხმები 2023 წლის იმავე პერიოდში დარეგისტრირდა ტაჯიკეთში (3,06%), ყაზახეთში (2,14%) და ყირგიზეთში (1,97%), ხოლო ერთი წლით ადრე – რუანდაში (2,94%), ეთიოპიაში (2,67%) და ტაჯიკეთში (2,35%).

კლება შეინიშნება ინტერნეტის საშუალებით თავდასხმების აქტივობაშიც (ვებ თავდასხმები): 2023 წლის მეორე კვარტალში „კასპერსკის ლაბორატორიის“ გადაწყვეტილებებმა მოიგერიეს 801 934 281 თავდასხმა, რომლებიც განხორციელდა ინტერნეტ რესურსებიდან მთელს მსოფლიოში. აღრიცხულია 209 716 810 უნიკალური URL, რომლებმაც ვებ ანტივირუსი მომედებაში მოიყვანეს. გასული წლის იმავე პერიოდში, მოიგერიეს 1 164 544 060 თავდასხმა და დაფიქსირდა 273 033 368 უნიკალური URL. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ინტერნეტის საშუალებით ყველაზე მეტი თავდასხმა მომხმარებლებმა განიცადეს საბერძნეთში (13,65%), თურქეთში (13,62%) და ტაივანში (13,02%), ერთი წლით ადრე კი პირველ ადგილზე ტაივანი (26,07%) იყო, მეორეზე – ჰონგ კონგი (14,60%), ხოლო ალჟირი (14,40%) მესამე იყო.

რაც შეეხება ლოკალურ საფრთხეებს (მავნე პროგრამები, რომლებიც ნაპოვნია უშუალოდ მომხმარებელთა კომპიუტერებზე ან მათთან დაკავშირებულ მოსახსნელ მედიაზე, ან თავდაპირველად მოხვდა კომპიუტერში გაუხსნელი სახით, მაგალითად, პროგრამები რთულ ინსტალერებში, დაშიფრული ფაილები), მეორე კვარტალში კომპანიის ფაილურმა ანტივირუსმა აღმოაჩინა 39 624 768 მავნე და პოტენციურად არასასურველი ობიექტი, ხოლო ერთი წლით ადრე – 55 314 176. იმ ქვეყნებს შორის, რომლებზეც განხორციელდა ლოკალური საფრთხეების შეტევები 2023 წლის აპრილ-ივნისში პირველი ადგილი დაიკავა თურქმენეთმა (43,95%), მას მოჰყვება ავღანეთი (43,39%), შემდეგ კი – იემენი (40,68%), ერთი წლით ადრე სამეული ასე გამოიყურებოდა: თურქმენეთი (47,54%), ტაჯიკეთი (44,91%), ავღანეთი (43,19%).

ავტორის შესახებ

___________________________