ბოლო ამბები
12/10/2024

14 მილიონი ბიუჯეტიდან – “რუსთავი 2” სააკაშვილის პირადი ფრენებისთვის გამოყოფილ ხარჯებზე ინფორმაციას ავრცელებს

გაზიარება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ფრენებისთვის მილიონობით საბიუჯეტო თანხა იხარჯებოდა. “კურიერის” ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროსა და ავიაკომპანია Georgian Airways – ს შორის დადებული იყო ჩარჩო-ხელშეკრულება 24 მილიონ ლარზე. თავდაცვის სამინისტროდან ფინანსდებოდა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ვიზიტები ან ისეთი ფრენები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან სააკაშვილისთვის მომსახურებების გაწევას უზრუნველყოფდა, უშუალოდ ყოფილი პრეზიდენტის დავალებით. ფრენებისთვის, რომელიც სააკაშვილის პირადი მიზნებისთვის განხორციელდა, ჩარჩო-ხელშეკრულების ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს მიერ გადახდილია 14 მილიონი ლარი.

აღნიშნული “კურიერს” ავიაკომპანია Georgian Airways-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილმაც დაუდასტურა.

“საიდუმლო ხელშეკრულებები ფორმდებოდა თავდაცვის სამინისტროსთან და Georgian Airways-ს შორის. ასე ასრულებდა მიხეილ სააკაშვილი რეისებს, ეს კერძო იყო თუ სამთავრობო ვიზიტები. ძალიან ბევრი რეისი აქვს, წელიწადში, დაახლოებით, 60-ზე ზევით, 100 რეისამდე აქვს შესრულებული წელიწადში ამ წლების მანძილზე, ყოველწლიურად და ყველა, პრაქტიკულად, 90% იყო თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით. ის ფრენები, რომლებიც სრულდებოდა ჩვენს შემდეგ ვაკვირდებოდით ამ ფრენებს, უმეტესი მათგანი წარმოადგენდა კერძო ფრენებს. შეიძლება 14, შეიძლება 25, ან 30 მილიონი – არ ვიცი, ეს ძალიან დიდი თანხებთანაა დაკავშირებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მაგალითად 2008 წელს, როდესაც ომის წელი იყო, მაშინაც კი აქვს 60 ფრენამდე შესრულებული, სხვა წლებში – 90-100,”- აცხადებს თამაზ გაიაშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა