“განა მიკვირს, რომ ოპოზიცია სავსეა ვაჭრებით, მაგრამ როცა მათი ძებნა-გაშიფვრა ასე საჯაროდ ხდება, რიღასი უნდა იწამოს შემორჩენილმა ამომრჩეველმა?!”– წერს ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში:
“ისევ მელაძის შაბათს ვუყურებ და გამაოგნებელია რასაც ვუსმენ: განა მიკვირს, რომ ოპოზიცია სავსეა ვაჭრებით, ჩარჩებით, სულგაყიდულებით (ხელისუფლებაზე აღარას ვამბობ), მაგრამ როცა მათი ძებნა-გაშიფვრა ასე საჯაროდ ხდება, რიღასი უნდა იწამოს შემორჩენილმა ამომრჩეველმა?!
თუმცა გასაგებია, რომ ახლა პრეზიდენტის იმპიჩმენტის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მათი წინმსწრებად სახის ახევა. ანუ მათი ლუსტრაცია კია საშური საქმე, მაგრამ რაღა გვიკვირს ამომრჩევლის სრული იმედგაცრუების…”– წერს ლაგაზიძე.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს