23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ანა წითლიძე მიიჩნევს, რომ საერთოდ არ უნდა არსებობდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ის უნდა დაინგრეს

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

ანა წითლიძე მიიჩნევს, რომ საერთოდ არ უნდა არსებობდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ის უნდა დაინგრეს, რადგან ეს არის საბჭოთა გადმონაშთი. ამის შესახებ მან 18 სექტემბერს, ტვ “პირველი”-ს ეთერში განაცხადა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა “სუს”-ის დღევანდე განცხადებაზე, რომლის მიხედვით, უკრაინაში მყოფი ქართველი მაღალჩინოსნების ჩართულობით საქართველოში არეულობა და დესტაბილიზაცია იგეგმება, რაც ხელისუფლების დამხობით უნდა დასრულდეს.

წითლიძე ამბობს, რომ ეს არის პრემიერ-მინისტრის ფრენის ხარჯებთან დაკავშირებული ამბის გადაფარვის მცდელობა და ხელისუფლებას ძალიან ეშინია ევრომაიდნის, ვინაიდან ეს მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ.

რაც ეხება არეულობის ორგანიზატორებად დასახელებულ გია ლორთქიფანიძესა და მამუკა მამულაშვილს, ანა წითლიძის თქმით, ის ამაყობს ამ ადამიანებით, რადგან ორივე იბრძვის უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის.