ბოლო ამბები
19/02/2025

ნიკა გვარამია მოუწოდებს მედიას, რომ არ აჰყვეს სუს-ის დღევანდელ განცხადებას ქვეყანაში არეულობასთან დაკავშირებით

გაზიარება

ნიკა გვარამია მოუწოდებს მედიას, რომ არ აჰყვეს სუს-ის დღევანდელ განცხადებას ქვეყანაში არეულობასთან დაკავშირებით.

მისი შეფასებით, ეს ყველაფერი ემსახურება პრემიერის ფრენის ხარჯებისა და ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების თემის გადაფარვას.

გვარამია ამბობს, რომ სუს-ის განცხადება არის ბოდვა.

“სუს-ის მორიგი ბოდვა გამოქვეყნდა, სერიიდან “პაკრიშკების რევოლუცია”. მიზანია, გადაიფაროს ფარცხალაძის კატასტროფა და ტაქსიდ ქცეული სამთავრობო თვითმფრინავის ამბები.

დაახეთქეს რენდომ (შემთხვევითი) სახელები, გვარები, ორგანიზაციები. დატოვეს სამწერტილები, ვითომ ვიღაცეების სახელები და გვარები კიდევ აქვთ და ჯერ არ ამბობენ.

დაანონსეს ‘კუდიანებზე ნადირობის” ახალი სეზონი და პრაქტიკურლად დაადასტურეს, რომ იციან, რომ ქვეყანა სტატუსს ვერ იღებს.

გულწრფელად ვურჩევ ყველას, მედიას განსაკუთრებით, რომ ამ შეგნებულად კონსტრუირებიულ ისტერიას არ ავყვეთ და არ ვაქციოთ მთავარ და მნიშვნელოვან თემად, რამეთუ სწორედ ეს ინტერესი დგას ამ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე რომელიღაც კაბინეტში საგანგებოდ დაწერილი “რუსული მოთხრობის” უკან.

ან მყარი და პირდაპირი მტკიცებულებები, ან იგნორი ბოდვას.“- წერს გვარამია.

ამ თემაზე:

სუს-ის ცნობით, ქვეყანაში არეულობა და სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება (ვიდეო)

სხვა ამბების წაკითხვა