ბოლო ამბები
11/10/2024

საერთოდ არ ვაპირებ ამ ბოდვაზე საუბარს – ელენე ხოშტარია სუს-ის განცხადებაზე

გაზიარება

“საერთოდ არ ვაპირებ ამ ბოდვაზე საუბარს”– წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში, რომელიც ეხმიანება სუს-ის დღევანდელ განცხადებას სახელმწიფო გადატრიალებისა და არეულობის დაგეგმვის შესახებ, რომლის ორგანიზატორებიც, უწყების ცნობით, უკრაინაში მყოფი მამუკა მამულაშვილი, გია ლორთქიფანიძე და მიხეილ ბატურინი არიან.

ხოშტარიას თქმით, დღევანდელი ბრიფინგით მმართველი პარტია ცდილობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ფრენების ხარჯებისა და ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების თემები გადაფაროს.

“ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, ახლა ორშაბათიდან დაიწყებენ ისევ, ფარცხალაძე და თვითმფრინავიო და მოდი დილიდან დავაბრეხვოთ რამეო და ყველა მაგაზე ილაპარაკებსო.

თან სტატუსის ამბავი ხომ უნდა დააბრალონ მერე ყველას. მოკლედ, საერთოდ არ ვაპირებ ამ ბოდვაზე საუბარს, რეალური დღის წესრიგი არის ფარცხალაძე და რუსეთის ეფესბე-სთან “ოცნების” ჩახუტება.

დროა ვისწავლოთ ამათი რუსეთში ნასწავლი ხრიკები

1. სადაა ფარცხალაძე?

2. ვინ მონაწილეობდა ეფესბე-ს მართულ საზოგადოებრივი აზრის ცვლილების ოპერაციაში?

3. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ფარცხალაძის სანქციების შემდეგ?

4. სუსის დანაშაული ფარცხალაძის ხელის დაფარებაში და ასე შემდეგ”– წერს ელენე ხოშტარია.

ამ თემაზე:

სხვა ამბების წაკითხვა