23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

არა, ბატონო კახა, ყველაზე დიდი უბედურება არის ის, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი ყოფილა „ფეესბეს“ თუ „კაგებეს“ აგენტი

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

„მგონი, ბატონმა კახამ (კალაძე) თქვა, რომ ყველაზე დიდი უბედურება თურმე ჩემი ევროპაში ვიზიტებია, არა, ბატონო კახა, ყველაზე დიდი უბედურება არის ის, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი ყოფილა „ფეესბეს“ თუ „კაგებეს“ აგენტი.”- განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დღეს, ადმინისტრაციაში.

“ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და კიდევ უფრო დიდი უბედურებაა, როცა ამის შესახებ არ არის ისეთი ფორიაქი ყველა იმ უწყებებში, რომელიც ამას უნდა იძიებდეს დღეს და პასუხისმგებლობა მათზეა. მოვითხოვ, რომ საზოგადოებას პასუხი გაეცეს დეტალური გამოძიებით, ეს არის არა თხოვნა, არამედ მოთხოვნა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.