“მე რომ ამერიკულ მხარეს გადაწყვეტილებას ვიღებდე, ამ ხელისუფლებას ცარიელ ფურცელსაც კი არ გამოვუგზავნიდი. ამ მტკიცებულებების მიცემა ამ ადამიანებისთვის ნიშნავს, რომ რუსებს გაუგზავნო კრემლში.”– განაცხადა “ლელო”-ს წარმომადგენელმა ირაკლი კუპრაძემ 18 სექტემბერს, ტვ “პირველი”-ს გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა”, როდესაც კომენტარი გააკეთა ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით.
“ჩვენგან მოთხოვნა სასაცილოა, რადგან მათ იციან ვინ არის ოთარ ფარცხალაძე, მათ არანაირი მტკიცებულება არ სჭირდებათ. მტკიცებულება უამრავია, ამერიკის შეერთებული შტატები გადაწყვეტილებას ასე არ იღებს, ვინც არ უნდა სთხოვოს და ვინც არ უნდა უთხრას. ეს არის ჩამოყალიბებული, ინსტიტუციონალური სახელმწიფო, სადაც, ვინც არ უნდა შეიცვალოს, პრეზიდენტები თუ ვიცე-პრეზიდენტები, რჩება ერთი – სამართლიანი სასამართლო სისტემა და მისი ძირითადი ინსტიტუტები”– თქვა ირაკლი კუპრაძემ.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს