ჩვენმა პარტიამ, ჩვენმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება – ირმა ინაშვილი

317
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი არსებულ პოლიტიკურ რეალობაზე საუბრობს.

“ცხოვრებაში ბევრი რამ ვნახე, მაგრამ მაინც მაკვირვებს, იცით, როგორი ხალხი?! ხედავს: ქვეყანა საფრთხეშია და საკუთარი, პარტიული “ზნაჩოკის” გადარჩენაზე წუხს, ქვეყანაზე- არა. ამ დროს ვერ, თუ არ აცნობიერებს, რომ თავის ქვეყანას ვნებს. 

მგონი, სწორად მესმის სახელმწიფოებრივი აზროვნების არსი. სახელმწიფოებრივი აზროვნება იმას გულისხმობს, რომ როცა ასეთი მომენტი დგება, როცა იცი, რომ ქვეყანას საფრთხე უახლოვდება, შენი პირადიც უკან გადაწიო და შენი პარტიულიც.

ახლა, ამ ვითარებაში, ვისაც ტვინი აქვს, უნდა ხვდებოდეს, რომ არაა სხვა არჩევანი- შენი პასიურობით, სიბრაზით, პროტესტით (სამართლიანიც რომ იყოს ეს ტკივილი და პროტესტი და უდაოდ სამართლიანია!), თუ არჩევნებზე არ მიხვალ, შენს ქვეყანას კოხტა კოდუების ეპოქაში დააბრუნებ. თუ მიხვალ და მხარს ვაშაძეს დაუჭერ, ისევ იგივე პერსპექტივას უჭერ მხარს- კოხტა კოდუების ეპოქაში დაბრუნებას! შეიძლება, არ გინდა, არ მოგწონს, ბევრი პრეტენზიაც გაქვს, მაგრამ გრჩება ზურაბიშვილის კანდიდატურა, რომელიც კასრების ეპოქაში დაბრუნებას ნამდვილად არ ნიშნავს. პირველ ტურში ხალხმა ხელისუფლებას ძალა აჩვენა. მეც ყველა გადავხაზე. ახლა ისევ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ძალა- ყველანი მივიდეთ არჩევნებზე და გადავხაზოთ ვაშაძე!

ვის უკვირს ჩვენგან, საქართველოს პატრიოტთა ალიანსისგან, რომ ჩვენ ვაშაძე- ნაციონალების მხარდამჭერები ვერ ვიქნებით?! მგონი, საღად მოაზროვნეს-არავის! შექმნილ ვითარებაში არის იმისი დრო, რომ ზურაბიშვილს გავებუტოთ და “ქართული ოცნების” გარკვეული ჯგუფების მხრიდან ისედაც ხაფანგდაგებულ კანდიდატს პროტესტი გამოვუცხადოთ?! მე მგონია, რომ ეს უფრო საკუთარი ქვეყნისადმი პროტესტის გამოცხადება იქნება, რაც არასდროს გაგვიკეთებია და არ გავაკეთებთ! ამიტომ ჩვენმა პარტიამ, ჩვენმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება,- მაქსიმალურად ჩაერთოს არჩევნების მეორე ტურში და მოუწოდოს საკუთარ მხარდამჭერებს,- აუცილებლად მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ მკაფიო პოზიცია: არა- სააკაშვილს! არა- ბოკერიას! არა- ვაშაძეს! არა- ნაცმოძრაობას და არა- ნაცმოძრაობის ნამსხვრევებს!

ხოლო ამ არჩევნების შემდეგ, დავიწყებთ (განვაგრძობთ) მართლაც რადიკალურ ქმედებებს “ქართული ოცნების” მიმართ, რომელმაც არჩევნების მეორე დღიდან უნდა შეწყვიტოს მოღალატური კოჰაბიტაცია ნაცმოძრაობის ორივე ჯგუფთან! უნდა დაასრულოს საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვა და მიხედოს მშიერ ხალხს! უნდა მოგვაშოროს ისეთი ბოდვითი პროექტები, როგორიც იყო მარიხუანას კულტივიზაცია და ა.შ. ამაზე და სხვა მწვავე თემებზე არჩევნების მეორე დღიდან დაგვჭირდება ბრძოლა.
ღმერთი იყოს ჩვენი და საქართველოს მფარველი!”- ამბობს ირმა ინაშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE