“როგორც იქნა!!! სუს-მა დაიწყო გამოძიება ალბათ, უნდა გვიხაროდეს.
უფრო სერიოზულად, კი, ვფიქრობ, რამდენიმე პარალელია საყურადღებო და გასათვალისწინებელი”- წერს მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში და საქართველოსა და საქართველოსთან კავშირში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს მიმოიხილავს.
მაია ნიკოლეიშვილი ასევე ეხმიანება სუს-ის განცხადებას, ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შესახე:
1. ერდოღანის “მეთოდი”; ერდოღანმა გიულენის მომხრეები, და შესაბამისად, ამერიკული გადატრიალების მცდელობის მონაწილეები მასობრივად დააპატიმრა (ალბათ, გადაჭარბებითაც)
ომი გამოუცხადა ამის შემდეგ ამერიკამ თურქეთს? არა, ომი მანამდე ჰქონდა გამოცხადებული, შიდა ომი, და გადატრიალებას უწყობდა, რომელსაც სწორედ ამ მეთოდით გადაურჩა ერდოღანის ხელისუფლება!
ევროკავშირმა ამის მერე გააუქმა არაფრისმომცემი “კანდიდატის სტატუსი” თურქეთს?! არა. არც გააუქმა და არც მიიღო, არც მანამდე აპირებდა მიღებას!
ამ დღეებში ერდოღანმა თვითონ განაცხადა, სტატუსზე და ევროკავშირის კართან მთხოვნელად დგომაზე უარს ვაცხადებთო! თურქეთი გათანგა “მეგობრული ქვეყნების” გაუთავებელმა მტრობამ!
როგორ ჰგავს ჩვენი ქვეყნის ბოლო წლების ისტორია “მახრჩობელა მეგობრების” მტრობას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებისა და უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ!
“მახრჩობელმა მეგობრებმა” “მოსისხლე მეგობრებიც” მოგვიქსიეს უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების სახით! (არც წინები აკლებდნენ, როცა აქედან გაქცეულ მწამებლებს და კრიმინალებს იფარებდნენ და აწინაურებდნენ!!)
მოკლედ, სუსი, გთხოვთ, გეაჯებით, მიიყვანეთ გამოძიება ბოლომდე და დაიცავით სახელწიფო შიდა მტრების განეიტრალებით! (უკრაინაში შეფარებულებს მაინც არავინ გადმოგვცემს და ქაღალდზე დაწერილი, დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენი, დიდი ვერაფერი ნუგეში ან დაცვაა!)
2. ქართული სახელმწიფოს გარედან მუდმივი რყევის პირობებში, ქრონიკულად მოსალოდნელი გადატრიალების მოლოდინში, აუცილებელია, საქართველოში შემოსული უცხოელების საცხოვრებელი ადგილის, გადაადგილების, საქმიანობის და კავშირების მკაცრი კონტროლი (სხვათაშორის, ეს უკვე ლუკაშენკოს აქტივიდანაა, რამაც მათი ქვეყანა დასავლურ-უკრაინულ გადატრიალებას და შემდეგ, ხორცსაკეპ ომში ჩართვას გადაარჩინა)
არ თქვათ, ახლა, არადემოკრატიულიაო! დასავლურ-უკრაინული გადატრიალება, რასაც გვიმზადებენ, დემოკრატიულია?! ნულანდის ღვეზელები მაიდანზე ხომ სისხლიანი “დემოკრატიის” გემოს ატარებდა?! არა?!
უკრაინაში რომ სისხლის კალო დგას ეს დემოკრატიულია?! თუ ყველა ოპოზიციური პარტია და ოპოზიციური პრესა რომ აიკრძალა, ეპისკოპოსი რომ ციხეშია, ქუჩიდან ომში რომ გზავნიან და ამ გაგზავნილი ყოველი 100 კაციდან 10-20 რომ ბრუნდება უკან (უკრაინული წყარო) ეს დემოკრატიულია?!
ბელორუსიაში სასტუმრო ახდენს რეგისტრაციას, ნებისმიერ ბინაზე ცხოვრებისას, 3 დღეში, მიდიხარ საპასპორტოში და ბინის გამქირავებელთან ხელშეკრულების, ან მასპინძლის წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ ახდენ რეგისტრაციას კონკრეტულ მისამართზე. გარკვეული დროის შემდეგ ისევ ადასტურებ რეგისტრაციას. საცხოვრებლის შეცვლის შემთხვევაში იგივეს აკეთებ. ეს დღეს ჩვენთვის აუცილებელია, როგორც დროებითი ღონისძიება, დღეს შექმნილ რთულ სიტუაციაში!
3. უკვე ზელეს მთავრობამ დაიწყო იმის თქმა, წითელ მოედანზე აღლუმს ვერ ჩავატარებთო! ნელ-ნელა აჩვევს დასავლეთის მედია უკრაინის ვერ გამარჯვებას საზოგადოებას!
ჩვენი ზოგიერთი სპიკერი, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში შესვლას და სწრაფვას რომ “აწვებით”, აღარ კმარა უკრაინის მაგალითი?! რატომ უმეორებთ საზოგადოებას, ასეთი თვითდაჯერებით, რომ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ?!
რატომ ქმნით ცრუ მოლოდინებს?! ამით ხომ მომხრეების განწყობებზე ზემოქმედებთ, თან არც თუ სწორად! უფრო გულწრფელი თუ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ამით ბევრ მომხრეს აღიზიანებთ კიდეც!
მშვიდობა საქართველოს!
მშრალი ნაშთი:
1. შიდა მტერმა პასუხი აგოს კანონის მიხედვით!
2. დავაწესოთ არამოქალაქეების და ვიზიტორების რეგისტრაცია და კონტროლი (თუნდაც, როგორც დროებითი ღონისძიება, გარე საფრთხის და კონსტიტუციური წყობის დაცვის მიზნით).
3. ნუ შევქმნით ცრუ მოლოდინებს.
4. განსაკუთრებული ყურადღება გამოვიჩინოთ საქართველო- სომხეთის საზღვრის მიმართულებით, იმ ქვეყანაში დასავლური, პროვოკაციული სიახლეების გათვალისწინებით, და იქიდან შემოსულ პირთა მიმართ. დაზუსტება: არაფერი პირადული და ეთნიკური, მხოლოდ საქართველოს სიმშვიდისთვის!
და ბოლოს; ცეცხლშიც დამწვარა ის “დერმო-კრატია”, რომელიც ჩემს სამშობლოს დააზიანებს!”- წერს მაია ნიკოლეიშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს