23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ნინო წილოსანი უარყოფს კუდიგორას მთაზე თავის მოჭრას და სახლის აშენებას

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

“ქართული ოცნების” წევრი ნინო წილოსანი უარყოფს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, კუდიგორას მთაზე სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით და დეზინფორმაციის გამავრცელებლად “მთავარ არხს” ასახელებს.

“მთავარმა არხმა ჩემზე ახალი ტყუილი მოიგონა, თუმცა იმდენს იტყუებიან ერთით მეტი იქნება თუ ერთით ნაკლები, რაღა მნიშვნელობა აქვს…

საკუთარი მაყურებლის პატივისცემაც ასეთი უნდა – ინფორმაციის დიაპაზონი ტყუილსა და საერთოდ დამალულ ინფორმაციას შორის მერყეობს, მაგალითად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგი საერთოდ არ გააშუქეს
იმისთვის რომ არ ვუჩივლო, მათ მოგონილ ტყუილს მიაწერეს- მოქალაქის ინფორმაციით..”- წერს ნინო წილოსანი.

შეგახსენებთ, “მთავარი არხი”-ს ვებ გვერდზე გავრცელდა მოქალაქე სიმონ ძნელაძის ფეისბუქ პოსტი, რომელიც წერს, რომ ნინო წილოსანმა კუდიგორის მთას თავი მოაჭრა და სახლი აიშენა.