ალექსი პეტრიაშვილი მზად არის დაბრუნდეს და ქართულ ოცნებას დაეხმაროს

318
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი მზად არის კვლავ ქართული ოცნების სამსახურში ჩადგეს მხოლოდ დიპლომატიური კუთხით და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.  ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

“მზად ვარ, საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით ქვეყანას გამოვადგე. მე პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოვცილდი, თუმცა ვთვლი, რომ ჩემი თავი დიპლომატიაში ჯერ არ ამომიწურავს. მზად ვარ, საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით ქვეყნის სამსახურში ვიყო და მზად ვარ, რომ ამ ასპარეზზე ქვეყანას გამოვადგე.

აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ არანაირი შემოთავაზება არცერთი მხრიდან ჯერ არ ყოფილა. მე თბილისში ვცხოვრობ, ყველამ იცის ჩემი მისამართი და არავის გაუჭირდება ჩემი პოვნა,“ – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE