ბოლო ამბები
16/09/2024

ჩხუბი კი არა, იარაღზე არ დაუხევია უკან ჩვენს თანამემამულეს – გიორგი ვაშაძე

გაზიარება

“ჩხუბი კი არა, იარაღზე არ დაუხევია უკან ჩვენს თანამემამულეს”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ დღეს, პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას, როდესაც კომენტარი გააკეთა 19:00 საათზე, პარლამენტის წინ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, რომელსაც ის და ლევან ხაბეიშვილი აორგანიზებენ დანარჩენ თანამოაზრეებთან ერთად.

კიდევ ერთი საპროტესტო აქცია დააანონსა ნიკა მელიამ, რომელიც 17:00 საათზე გაიმართება.

ასევე, 17:00 საათზე დაინიშნა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგიც.

დღევანდელი დღე დაძაბული იყო პარლამენტში, სადაც ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა ოთარ ფარცხალაძის ანგარიშებზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნა იმ მოტივით, რომ ის საქართველოს მოქალაქეა და მხოლოდ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას ემორჩილება.

ოპოზიციის აღშფოთება კი იმან განაპირობა, რომ ეროვნული ბანკი არ ემორჩილება ამერიკულ სანქციებს.

სხვა ამბების წაკითხვა