გიორგი გაბუნიას ზღვარგადასული განცხადება და ადვოკატ მარიტა კუბლაშვილის პასუხი (ვიდეო)

389
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გადაცემა “პოსტსკრიპტუმი”-ს წამყვანმა გიორგი გაბუნიამ საკუთარ სიტყვაში “ქართული მარში”-ს ერთ-ერთ წევრ კონსტანტინე მორგოშიას შესახებ შეურაცხმყოფელ კონტექსტში ისაუბრა და განაცხადა  რომ მას “ბოულინგის ბურთს მიუგავს თავი”. 

გიორგი გაბუნიას სიტყვა

Gepostet von Marita Kublashvili am Sonntag, 4. November 2018

გაბუნიას განცხადებას კონსტანტინე მორგოშიას ოჯახის ადვოკატი მარიტა კუბლაშვილი გამოეხმაურა.

“მივმართავ ტელეკომპანია რუსთავი 2 – ს, ჟურნალისტ – გიორგი გაბუნიას, მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ არაეთიკურ განცხადებასთან დაკავშირებით! როგორც, ქართული მარშის ერთ – ერთი ლიდერის – კონსტანტინე მორგოშიას ადვოკატი, მოვითხოვ საჯაროდ მოუხადოს გადაცემა პ.ს. – ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ბოდიში კონსტანტინე მორგოშიას, საჯარო შეურაცხყოფისთვის, პიროვნული დაცინვის და ვიზუალური იერსახის დამამცირებელი და შეფასებისთვის.იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი მოთხოვნას უგულებელჰყოფს, მივმართავთ ორგანიზაცია – ჟურნალისტიკური ეთიკის ქარტიას და სასამართლოს. ზეამოღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს არაუგვიანეს მომდევნო გადაცემისა!”– აცხადებს კუბლაშვილი.

 

თქვენი კომენტარი?
IMG.GE