23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

საქართველო-მონღოლეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს ილია დარჩიაშვილმა და მისმა მონღოლელმა კოლეგამ

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

20 სექტემბერს, გაერო -ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი,ილია დარჩიაშვილი მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბაცეცეგ ბატმუნხს შეხვდა.

მინისტრებმა გამოხატეს მზაობა, იმუშაონ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გასააქტიურებლად სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში. ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის და ბიზნეს შესაძლებლობების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალზე და მოიწვია მონღოლეთის დელეგაცია აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობის აქტიურ დღის წესრიგზე. ილია დარჩიაშვილმა კოლეგა ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს