არასდროს არაფერი მომიპარავს, საქართველოსთვის მინდოდა ყველაფერი. ამიტომ, ჩემი დასჯა ეს არის საქართველოს სირცხვილი!”– წერს მიხეილ სააკაშვილი, რომლის პოსტიც მის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა:
“დღეს მკლავენ მარტივი მიზეზის გამო – მსჯიან და მკლავენ იმიტომ,რომ წარმატებული საგარეო პოლიტიკის პრეცედენტი შევქმენი. მსჯიან და მკლავენ იმიტომ, რომ უკრაინაში წავედი, ვეხმარები და ძალიან დიდ როლს ვთამაშობ იმ ქვეყანაში.
მსჯიან იმიტომ, რომ პუტინს ოდესა ხელიდან გავაგდებინეთ 2015 წელს.
მსჯიან იმისთვის, რომ ჩაბნელებული საქართველო გავანათე, ქურდობა მოვსპე.
მსჯიან იმისთვის, რომ ახალგაზრდებს გავუხსენი გზა, განათლების სისტემაში კორუფცია დავასრულე. მე მსჯიან იმისთვის, რომ არ ვიყავი მათი მსგავსი.”– წერს სააკაშვილი.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს