23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ქართული წარმოების კოკა-კოლის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი მოსკოვიდან

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

აკრძალვისა და სანქციების მიუხედავად, ქართული წარმოების კოკა-კოლა რუსულ ბაზარზე უპრობლემოდ ხვდება და ამის დასტურად არაერთი ფოტო და ვიდეომტკიცებულება გამოქვეყნდა, თუმცა, ამის მიუხედავად, კოკა-კოლის დირექტორი თემურ ჭყონია კატეგორიულად უარყოფს მის მიერ პროდუქციის რუსულ ბაზარზე გატანას.

დღეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფოტო გამოაქვეყნა ამჯერად რუსული ტელეკომპანია “დოჟდი”-ს რედაქტორმა ეკატერინე კოტრიკაძემ, რომელიც მას მაყურებელმა გაუგზავნა.

“მატურებელმა გამომიგზავნა მოსკოვის მაღაზია “პიატეროჩკიდან”. მეგობრებო საქართველოში, რას ამბობს “ოცნების” ხელისუფლება აგრესორის წინააღმდეგ სანქციებზე? ‘- წერს ეკატერინე კოტრიკაძე.

საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს.