კახა კალაძემ აღიარა, რომ კოაბიტაცია შეცდომა იყო

366
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თბილისის მერმა ტელეკომპანია “იმედი”-ს გადაცემაში სტუმრობისას აღიარა, რომ კოაბიტაცია იყო შეცდომა. მისი თქმით, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით ქართულ ოცნებას ჰქონდა შეცდომები, თუმცა არა დანაშაულებები.

„ერთ-ერთი შეცდომა რომელიც იყო და რომელიც მტკივნეულია მოსახლეობისთვის არის კოჰაბიტაცია, რომელიც 2012 წლის შემდეგ იყო. ერთი მხრივ, შეიძლება ვთქვათ, რომ დემოკრატიული განვითარებისთვის, პროცესების გაჯანსაღებისთვის შეიძლება ეს ნორმალურ ქვეყანაში სწორი ნაბიჯი ყოფილიყო. მაგრამ ეს ჩვენი ე.წ. კოჰაბიტაცია ისევ ჩვენს საწინააღმდეგოდ იქნა გამოყენებული.

ჩვენ ამ 6 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, შეცდომები გვქონდა, მაგრამ არ ჩაგვიდენია დანაშაული. ეს არის ის, რაც განასხვავებს დღევანდელ ხელისუფლებას წინა ხელისუფლებისგან. სხვათაშორის საქართველოში, ისევ და ისევ ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი პროპაგანდისტული მაქანით შეძლო და მოახერხა, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება ვისაუბროთ 9 წელზე, ჩვენ არ გვაქვს უფლება ვისაუბროთ წარსულზე“, -განაცხადა კახა კალაძემ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE