პრეზიდენტის თქმით, ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიაჩნია, რომ ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტო, რადგან, თუ ის დასასჯელია, უნდა დაისაჯოს, როგორც საქართველოს მოქალაქე.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე წერს:
“ისმის კითხვა: პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ რატომ არ შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა ოთარ ფარცხალაძეს?
ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება.
სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე”– წერს ზურაბიშვილი.
იუსტიციის სამინისტრომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს გადაუგზავნა დასკვნა, რომლის მიხედვით, მას მოქალაქეობა უნდა შეუწყდეს, თუმცა, ზურაბიშვილს ჯერ ხელი არ მოუწერია, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ზურაბიშვილი ითხოვდა დაუყოვნებლივი დასკვნის გადაგზავნას და პირობას დებდა, რომ ხელს მოაწერდა მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას.
იხილეთ პრეზიდენტის განცხადება 20 სექტემბერს:
პრეზიდენტი დაუყოვნებლივ აპირებს, რომ ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტოს
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს