23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები და პედიატრები პრემიერისგან ალტერნატიული ფართის გამოყოფას ითხოვენ

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები და თერაპევტები 25 სექტემბერს, მთავრობის კანცელარიასთან იკრიბებიან და განცხადებას შეიტანენ პრემიერ-მინისტრის სახელზე.

ისინი ითხოვენ, რომ ალტერნატიული ფართი გამოიყოს თერაპიებისთვის, ვინაიდან, ილიას უნივერსიტეტის C კორპუსი ავარიულობის გამო დაიხურა და 250 ბავშვი თერაპიების გარეშე რჩება.

“ჩვენი, მშობლების მოთხოვნაა, რომ სახელმწიფომ გამოგვიყოს ალტერნატიული ფართი, სადაც “ბავშვის განვითარების ინსტიტუტი” შეძლებს ფუნქციონირების გაგრძელებას”- ამბობს ორგანიზაცია “ოჯახები დისკრიმინაციის გარეშე” წარმომადგენელი მარი კორკოტაძე.

თბილისის მერიის მიერ,  13 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თერაპიებისთვის ალტერნატიული ფართი გამოიყოფა:

თბილისის მერია არ შეწყვეტს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მომსახურებას