ბოლო ამბები
15/10/2024

ბაჩუკი ქარდავამ და ნიკა მაჭუტაძემ ახალი პოლიტიკური ჯგუფი შექმნეს

გაზიარება

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე ახალი პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე იმსჯელეს.კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი შატაკიშვილის განცხადებით, პარლამენტის წევრებმა ნიკა მაჭუტაძემ და ბაჩუკი ქარდავამ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს მიმართეს პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

კომიტეტმა შეისწავლა წარმოდგენილი განაცხადი თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და დაადგინა, რომ ის სრულად შეესაბამება პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს.

პოლიტიკურ ჯგუფში, რომლის სახელწოდებაა „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“,  დეპუტატი – ნიკა მაჭუტაძე და ბაჩუკი ქარდავა გაწევრიანდა.

კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაცია, რასაც კენჭისყრით დაუჭირეს მხარი.

სხვა ამბების წაკითხვა