23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ბექა გრიგორიადისმა ბარძაყის არეში ჭრილობა მიიყენა

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

ბექა გრიგორიადისმა ბარძაყის არეში ჭრილობა მიიყენა. მან ეს პირდაპირ ეთერში, 25 სექტემბერს ჩაიდინა, როდესაც მის შვილს, ლაზარე გრიგორიადისს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

საკითხი ეხება 2 წლის წინ მომხდარ ოჯახურ კონფლიქტს, რა დროსაც, არსებული ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისმა მისი მამა, ბექა გრიგორიადისი დაჭრა.

ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის 7-8 მარტის აქციების საქმეზე დააკავეს, თუმცა, ამ ეტაპზე გამოძიება არ დასრულებულა და მიმდინარეობს არსებითი განხილვები.

ბექა გრიგორიადისის თქმით, ხელისუფლებამ მისი შვილი ძველ საქმეზე შეგნებულად გაასამართლა, რადგან მარტის აქციების საქმეზე გამოძიება ჩიხშია შესული და მას ვერ უმტკიცებენ დანაშაულს, აქედან გამომდინარე ძველი საქმე იყო საბაბი ციხეში მის დასატოვებლად.

ბექა გრიგორიადისი ამჯერად თავს კარგად გრძნობს.

MULTIMEDIA.GE – ბექა გრიგორიადისის თვითდაზიანების ამსახველ ვიდეოს შეგნებულად არ ვაქვეყნებთ, რათა არ მოხდეს ასეთი ქმედების წახალისება.