23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ლაზარე გრიგორიადისი გამოიყენეს, მან სცადა პოლიციელის დაწვა და ჩვენ ვიქნებით დაუნდობელი და უკომპრომისო – ირაკლი ღარიბაშვილი

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

“გამოიყენეს ეს ახალგაზრდა ანარქისტი, ასროლინეს მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელზე,  მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის, ვინ არის ეს ადამიანი, მან სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა. ჩვენ ვიქნებით დაუნდობელი და უკომპრომისო ყველა ადამიანის მიმართ, , ერთი კი არა, ათასი რომ იყოს, ათასივე წავა ციხეში”- განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას, როდესაც კომენტარი გააკეთა 7-8 მარტის აქციების საქმეზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისზე.

ჟურნალისტებმა მას შეახსენეს, რომ გრიგორიადისი ამ საქმეზე არ არის გასამართლებული და ის ოჯახური ძალადობის საზმეზე გასამართლდა, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ არ აინტერესებს რაზეა გასამართლებული და ხელისუფლება იქნება დაუნდობელი ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც იძალადებს სამართალდამცველებზე და ცოცხლად დაწვას დაუპირებს მოლოტოვის კოქტეილებით.