ხალხი ელოდება 2024 წლის არჩევნებს, როცა “ქართულ ოცნებას” საბოლოო განაჩენს გამოუტანს, აგერ მე და აგერ თქვენ”– განაცხადა გიორგი ვაშაძემ 29 სექტემბერს, ტვ “პირველი”-ს გადაცემა “პოლიტიკურ ამბებში” დიანა ტრაპაიძესთან.
“ქართული ოცნება” ვერც პირველ ადგილზე ვერ გავა და ძალიან მძიმედ დაასრულებს, ოღონდ, ეს თავისით არ მოხდება, ზუსტად ამიტომ შევქმენით შტაბი, კოალიცია, ზუსტად ამიტომ, ხვალ ვხვდებით პენსიონრებს, ზუსტად ამიტომ დავიწყეთ სოფლებში კამპანია. “ქართული ოცნება” ვერ შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში იმიტომ, რომ არ უნდა ევროკავშირი, მას უნდა რუსეთი.
სტატუსი რომც მივიღოთ, ევროკავშირში ვერ გავწევრიანდებით “ქართულ ოცნებასთან” ერთად”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რაზეც დიანა ტრაპაიძემ მიუგო, რომ ევროკავშირში გაწევრიანებამდე ძალიან დიდი გზა არის, ვაშაძემ კი უპასუხა, რომ ეს არის დიდი ტყუილი.
“2030 წელი, განაცხადა ევროკავშირმა, რომ ყველაზე გვიან, ეს არის ვადა, როცა მინდა ახალი წევრები ვიხილოო”– თქვა ვაშაძემ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს