MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის გამო საქართველოს  პატრიარქი სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

“გამოვთქვამთ ჩვენს ღრმა მწუხარებას დიდ დიღომში გაზის აფეთქებით გამოწვეული ტრაგედიის გამო, რომელიც ყველას ტკივილად იქცა და მთელი ქვეყნის გულითადი თანაგრძნობა გამოიწვია.

მეტად ძნელია მომხდართან შეგუება, მაგრამ ოჯახის წევრები და ახლობლები, ყველა თანამდგომი უნდა განამტკიცოს რწმენამ იმისა, რომ ჩვენგან წასულნი მხოლოდ გარდ-აიცვალნენ, ისინი ცოცხლები არიან, ოღონდ სხვა სახით, შეცვლილი სახით , აგრძელებენ ცხოვრებას ახლა უკვე მარადიულ, წარუვალ სამყაროში, რომლისთვისაც ჩვენც ყველანი უნდა მოვემზადო.

აღვავლენთ ლოცვებს ნიკოლოზის, ნათიას, ნინოს და ლევანის  უკვდავ სულთათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი, ხოლო ჩვენ მოგვცეს ძალა მათთვის ლოცვით შეწევნისა” – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

 

თქვენი კომენტარი?