ბოლო ამბები
10/12/2024

გახარიას ვუყურებ როგორც სიტუაციურ მოკავშირეს, თან ვხედავ, რომ ის პროდასავლური ამომრჩევლის არჩევანია – ნიკა გვარამია

გაზიარება

“გახარიას ვუყურებ, როგორც სიტუაციურ მოკავშირეს, თან ვხედავ, რომ პროდასავლური ამომრჩევლის არჩევანი არის გახარია – განაცხადა ნიკა გვარამიამ  29 სექტემბერს, “ფორმულის” ეთერში, გადაცემა “პოლიტმეტრში” სტუმრობისას განაცხადა.

გვარამიას თქმით, მას აქვს კითხვები გახარიასთან, თუმცა მას შემდეგ, რაც შეიცვლება ხელისუფლება და ქვეყანა იქნება უსაფრთხო პოლიტიკურ ველზე.

მისი განცხადებით,  ამ ეტაპზე, გახარია ოპოზიციისთვის სიტუაციური მოკავშირეა და მუდმივად მის პოლიტიკურ წარსულზე საუბარი არაფრისმომცემია,  მითუმეტეს არსებულ ვითარებაში, როდესაც ოპოზიციას ერთიანობა სჭირდება.

“გახარიასთან მიმართებით, ჩემთვის წარსული დახურული თემაა, გარდა “ქართული ოცნებისა”.

თან ვხედავ, რომ პროდასავლური ამომრჩევლის არჩევანი არის გახარია, ესეიგი ის ასხივებს რაღაცას, მოწონს პროდასავლურ ამომრჩეველს.

ვფიქრობ, რომ წარსულზე ვისაუბროთ მაშინ, როდესაც ვიქნებით უსაფრთხო მომავალში.”– განაცხადა გვარამიამ და დასძინა, რომ გახარიასგან სურს პასუხი მიიღოს იმაზე,თუ რატომ უნდა სჯეროდეს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ის არ იქნება ბიძინა ივანიშვილის დამხმარე.

სხვა ამბების წაკითხვა