დეპუტატ ნინო წილოსანის ბიუროში ვაკანსიაა, რომლის მოთხოვნებიც ყველა მოლოდინს აჭარბებს

1108
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ქართული ოცნების დეპუტატ ნინო წილოსანის ბიურო აცხადებს ვაკანსიას, დეპუტატის თანაშემწის პოზიციაზე, რომლის მოთხოვნებიც ყველა მოლოდინს აჭარბებს.

ფუნქციები:

• პარლამენტის წევრის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია, ინფორმაციის მიწოდება დაგეგმილი შეხვედრების შესახებ;
• საქმიანი შეხვედრების ორგანიზება;
• მივლინებების ორგანიზება;
• საქმიანი მიმოწერის უზრუნველყოფა;
• დოკუმენტების თარგმნა;
• კანონპროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
• საქმისწარმოების სპეციალურ პროგრამაში შემოსული დოკუმენტების გაცნობა, დამუშავება, პასუხების მომზადება და გაგზავნა;
• შემოსული განცხადებების (წერილობითი, ზეპირი, სოციალური ქსელების და ელ.ფოსტის) აღრიცხვა, იდენტიფიცირება და შესაბამის ფორმატში რეაგირება;
• იდენტიფიცირებული პრობლემების მოსაგვარებლად და, პარლამენტის წევრის სამუშაო პროცესიდან გამომდინარე, სხვა საკითხებთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია;
• მოქალაქეთა ადვოკატირება;
• მოსახლეობასთან შეხვედრებში / მაჟორიტარის ინიციატივით მოწყობილ შეხვედრებში აქტიური ჩართულობა და საკითხების/იდეების ინიცირება;
• მაჟორიტარი დეპუტატის პროექტებში აქტიური ჩართულობა;
• მაჟორიტარის ბიუროსთან კოორდინაცია;
• პარლამენტის წევრის ოფიციალური Facebook-გვერდის ადმინისტრირება.

 

➡ ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:
• უმაღლესი განათლება;
• სასურველია საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;
• ორგანიზატორული უნარები;
• ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა (წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები);
• ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
• საოფისე პროგრამების (Ms. Word , Ms Excel) მაღალ დონეზე ცოდნა.

 

ℹ დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე:
vacancyassistant2019@gmail.com

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 20/01/2019

თქვენი კომენტარი?
IMG.GE