MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

თბილისის მერი კახა კალაძე, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ ლევან ხაბეიშვილს მთაწმინდიდან გამოქანებას ურჩევს, ხოლო მიხეილ სააკაშვილს ჰოლანდიიდან.

„თქვენ, ალბათ, მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ რეაბილიტაციის პროექტს ვახორციელებთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იქ ადგილს ვაფართოებთ, გამოსაქანებელ ადგილს და შეუძლიათ, ეს ადამიანები აბრძანდნენ და … ნუ მიშას არ გამოუვა, მაგრამ შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს,“– განაცხადა კახა კალაძემ, რომელმაც ხაბეიშვილის იმ ბრალდებას უპასუხა, რომელშიც ის ბრალს სდებს დედაქალაქის მერს იმაში, რომ კალაძე ყაზტრანსგაზის არაოფიციალური მენეჯერია და ის დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებელია.

თქვენი კომენტარი?