თავიდან გადავწყვიტე, რომ იუმორის გრძნობით შემეხედა – დეპუტატ ნინო წილოსანის გამოხმაურება მისი ბიუროს ვაკანსიაზე

259
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

“ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი მისი ბიუროს მიერ, ვაკანსიის გამოცხადების შემდეგ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კომენტარებს გამოეხმაურა.

“თავიდან გადავწყვიტე, რომ იუმორის გრძნობით შემეხედა ამ მარტივ ვაკანსიაზე გაკეთებულ გამოხმაურებებზე,მაგრამ მერე მივხვდი, რომ პრობლემა უფრო სერიოზულია. ადამიანები, რომლებსაც ჩემდა სამწუხაროდ, შესაძლოა არ მიეცათ შესაძლებლობა, რომ ჰქონდეთ უმაღლესი განათლება, ან იცოდნენ ინგლისური, ან საოფისე პროგრამები.

თუ აცნობიერებენ იმას, რომ საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყებისას, რეალურად ეს განათლება აუცილებლად უნდა ჰქონდეს, პირიქით, რაღაც აშაყირებენ უმაღლეს განათლებას, ინგლისური ენის ცოდნას საშუალო დონეზე და საოფისე პროგრამების ცოდნას, რასაც პარლამენტში მომუშავე აპარატის ყველა წევრი აკმაყოფილებს. უმაღლესი განათლება მაქვს, საოფისე პროგრამები და ინგლისური ვიცი. თანაშემწე, რომელიც მაყვდა გაცილებით უფრო კვალიფიციური იყო, თუმცა მისი კარიერული ზრდის გამო სამუშაო ადგილი შეიცვალა” – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ამავე თემაზე:

დეპუტატ ნინო წილოსანის ბიუროში ვაკანსიაა, რომლის მოთხოვნებიც ყველა მოლოდინს აჭარბებს

თქვენი კომენტარი?
IMG.GE