“ჩვენ ვართ ის სახელმწიფო, რომელიც ვერანაირ არეულობას ვერ შეიწყნარებს და ასეთი არეულობა არ იქნება დაშვებული”– განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს, მთავრობის ადმნისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, სადაც კომენტარი გააკეთა სუს-ის გაჟღერებულ ინფორმაციასა და ე,წ სახელმწიფო გადატრიალების საქმესთან დაკავშირებით.
“ვერავინ, ამ არეულობის წარმატებით განხორციელებას ვერ შეძლებს. ყველა იმ ახალგაზრდას, მის მშობელს მინდა ვუთხრა, რომ ახლა თავი უნდა შევიკავოთ ყველანაირ ამგვარ პროექტში ჩართვისგან, ვინაიდან ეს არ კეთდება ახალგაზრდებისა და ჩვენი ქვეყნის მომავლის სიკეთისათვის და რომ სიფრთხილე ყველა მხრიდან საჭიროა იმიტომ, რომ ყველა ტიპის არეულობა/მცდელობა მიმართულია იქითკენ, რათა კიდევ, მინიმუმ 50 წელი დაკარგოს ჩვენმა ქვეყანამ, რომ ახალგაზრდებს აერიოთ ის ცხოვრება, რასაც ცდილობენ დაალაგონ და ჰქონდეთ უკეთესი მომავალი.
სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ ყველას, ვეუბნებით ყველას, რომ მკაცრი პასუხი გაეცემა, ვინც ამაში მონაწილეობდა და ვსვამთ კითხვებს – რატომ ხდება ამერიკის შესაბამისი ორგანიზაციის მხრიდან ამგვარი დანაშაულის, თუ დანაშაულის მცდელობის არაპირდაპირ, სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით დაფინანსება?
აქ არ არის მორყეული სახელმწიფო და მორყეული ხელისუფლება, ვერანაირი არეულობა ვერ მოხდება”- განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამ თემაზე:
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს