„სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს მიხვდა, რა გააკეთა – ნინო ბურჯანაძე

326
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე მესამე პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას აანონსებს, ნინო ბურჯანაძის განცხადებით მესამე პოლიტიკური ცენტრის მხარდამჭერები იქნებია ის ადამიანები, ვისაც არც ივანიშვილის და არც სააკაშვილის მმართველობა არ სურს.

„სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს მიხვდა, რა გააკეთა. სამწუხაროა, რომ 6 წლის მანძილზე ივანიშვილი გვებრძოდა მე და ჩემს პარტიას და არა „ნაციონალურ მოძრაობას“.  სწორედ,  ბიძინა ივანიშვილმა აქცია „ნაცინალური მოძრაობა“  მთავარ ოპოზიციურ ძალად.  “შუა უნდა გაიკრიფოს” პოლიტიკა  მისი ძალიან დიდი შეცდომა იყო. 

ის რაც  ივანიშვილმა დღეს აღიარა, არის იმის გამეორება, რასაც 6 წლის განმავლობაში მე ვეუბნებოდი მას, თავიდან საკმაოდ დელიკატურად, შემდეგ უფრო მკვეთრად, ბოლოს უკვე ძალიან მკაცრად. სამწუხაროდ, მან და მისმა გუნდმა  ეს ვერ შეისმინეს, მანამ სანამ ქართველმა ხალხმა სილა არ გააწნა.

განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ წელიწადში, თურმე ყველა პრობლემას მოაგვარებს, სკეპტიციზმის საფუძველს იძლევა. არ მინდა არავის ნიშნი მოვუგო, რადგან, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის საქმე დაზარალდა,  მაგრამ ივანიშვილს თუნდაც ნახევარი რომ დაეჯერებინა  ჩემთვის, დღეს ამ მდგომარეობაში  არ იქნებოდა, ისევე როგორც თავის დროზე სააკაშვილს რომ დაეჯერებინა, მისი ხელისუფლება არ გადაჰყვებოდა იმ შეცდომებს, რომელიც დაუშვა თავისი მმართველობის ბოლო წლებში” – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE