TV პირველზე სიახლეებია

333
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ტელეკომპანია “პირველი” განახლებული სტუდიით და დიზაინით 21 იანვრიდან ბრუნდება ეთერში. უკვე ნაცნობი პოლიტიკური გადაცემები ახალი ვიზუალით წარდგება მაყურებლის წინაშე, ასევე, იგეგმება ახალი გადაცემების ჩაშვებაც. ამის შესახებ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს.

“ახალი სტუდიებით გავდივართ ეთერში 21 იანვრიდან ჯერ-ჯერობით, რემონტის სტადიაში ვართ და 21-ში ტვ ,,პირველის ,,ახალ სეზონს გახსნის ვახო სანაიას ,”ხალხის პოლიტიკა”.

იმხელა სტუდიები გამოდის, სტუმრებს შეგეძლებათ ცხენებით მოჭენდეთ ჩვენს გადაცემებში. ახალი გადაცემებიც გვემატება, თან ძალიან მაგარი და ძალიან მაგარი წამყვანებით, მაგრამ ამ ახალ პროექტებზე ოდნავ მოგვიანებით მოგიყვებით! მოკლედ- ვიზრდებით ” – წერს ინგა გრიგოლია

თქვენი კომენტარი?
IMG.GE