ნაც.ზონდერებმა გაუგონარი სისატიკით, შვილის საფლავზე გამოასალმეს სიცოცხლეს იური ვაზაგაშვილი – ია მეტრეველი

359
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

2015 წლის 20 იანვარს, იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე აფეთქდა. ამ ამბიდან დღეს 4 წელი შესრულდა, რასთან დაკავშირებითაც ია მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს, გაუგონარი სისატიკით, შვილის საფლავზე გამოასალმეს სიცოცხლეს ნაც.ზონდერებმა,იური ვაზაგაშვილი, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა და დიდი წვლილი მიუძღვის სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებაში.

ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი და სწორედ ამიტომ გაისტუმრეს კრიმინალებმა. მოუშუშებელი ტკივილია იური, არა მარტო მისი ოჯახისთვის, არამედ ჩვენთვისაც, თანამებრძოლებისთვისაც.

დღეს, ძალიან გვაკლია იური, ბევრად მეტს შევძლებდით ჩვენს გვერდით რომ ყოფილიყო. ნათელი დაადგეს მის ვაჟკაც სულს და არ დავიწყება მის სახელს.”– წერს ია მეტრეველი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE