MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

კიკვიძის პარკში დადგმული ძაღლების საკვები აპარატი უკვე დააზიანეს. მოწყობილობა სულ 1 თვის წინ დამონტაჟდა. ფოტომასალას მერიის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი ავრცელებს.

“აი, ასეთ დღეშია კიკვიძის ბაღში სულ ახლახან დამონტაჟებული ბოთლიყლაპია აპარატი, რომლის მეშვეობით მიუსაფარი ძაღლების გამოკვებაა შესაძლებელი. ამის ჩამდენს ცხოველი რომ ვუწოდო, ცხოველებს მივაყენებ დიდ შეურაცხყოფას.  რატომ ხალხო, რატომ?”– წერს მანანა თოქმაჯიშვილი.

თქვენი კომენტარი?