ეს გიგი უგულავა მაოხრებელი გზირია – მერაბ მეტრეველი

349
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

“ეს გიგი უგულავა მაოხრებელი გზირია, რა!  უკვე 5 წელია ქალქის მერია აღარაა, მაგრამ მისი ჩაქაქული დღესაც ვერ გაგვიტანია”– წერს მეტრეველი.

აღნიშნული პოსტი კი მერაბ მეტრეველმა მას შემდეგ დაწერა, რაც ცნობილი გახდა, რომ ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტი” მაინც აშენდება. მშენებლობის  ნებართვა კი გიგი უგულავას მერობის პერიოდში არის გაცემული.

აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას საკმაოდ ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, თუმცა ინვესტორი პოზიციების დათმობას არ აპირებს, რადგან ყველა სასამართლო ინსტანცია მოგებული აქვს და ნებართვაც მიღებულია.

 

თქვენი კომენტარი?
IMG.GE