რატომ არ ბრუნდება ეთერში “სახალხო კონტროლი?

356
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
ლიზა ვადაჭკორია - ტელეწამყვანი

„სახალხო კონტროლის“ დაბრუნებას მთელი საქართველო ელოდება. ვიცი, იმიტომ რომ ასობით წერილს ვღებულობ, ქუჩაში მაჩერებენ და მეკითხებიან, როდის? როდის გახვალთ ეთერში?! ყველას უკვირს, ასეთი რეიტინგული, საჭირო და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გადაცემა, როგორ ვერ იპოვის ტელევიზიას?!
რატომ? იმიტომ რომ ყველას არ აქვს „იბერიას“ გამბედაობა!

იმიტომ რომ ეშინიათ, გავლენიან ბიძიებს არ გადავეღობოთ, ფულის კეთებაში ხელი არ შევუშალოთ, ხალხის ინტერესები ხომ ყველას ჰკიდია!
ჩვენ კი ამასობაში, სასამართლოში საქმე მოვიგეთ!!! გახსოვთ ალბათ, ხაშურელი გოგონას დავა „ეიფლ-სითისთან“? აიფონი იყიდა გარანტიით და 2 კვირაში ტელეფონი გაფუჭდა – „დედა პლატას“ წუნი აღმოუჩნდა. მიუხედავად გარანტიისა, შეკეთებაში მარიამს 400 ლარი მოსთხოვეს.

მაშინ „ეიპლ-სითის“ ოფისში ჯერ გვეჩხუბნენ, შემდეგ კი დაგვცინეს, მიდით გვიჩივლეთ, ყველა ასე გვპირდება და რაო?? ძალიან რთულია ამ უსამართლო ქვეყანაში მსხვილი კომპანიის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით.

უნიჯეოს იურიდიული კლინიკის დახმარებით, სასამართლო მოვიგეთ და მარიამს ტელეფონიც დაუბრუნდა და ყველა ხარჯი აუნაზღაურდა. პრეცენდენტი შეიქმნა: რიგით მომხმარებელსაც შეუძლია ძლევამოსილ კომპანიაზე გამარჯვება. ახლა თავად გადაწყვიტეთ, სჭირდება საზოგადოებას „სახალხო კონტროლი“?

თქვენი კომენტარი?
IMG.GE