იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის შეფასებით, აქციის მონაწილეებს პირადი მიზნები ამოძრავებთ

284
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან გიორგი მიქაუტაძის შეფასებით, მიმდინარე აქციის მონაწილეებს, რომლებიც ცალკეული მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას აპროტესტებენ, სინამდვილეში პირადი ინტერესები ამოძრავებთ.

„კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მათ ამოძრავებთ პირადი ინტერესები“ – გიორგი მიქაუტაძის თქმით, მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიზანმიმართული დევნა ხორციელდება.

„არანაირ კრიტერიუმსა და რეგულაციებზე საუბარი მათ არ სურთ. ხორციელდება მიზანმიმართული დევნა კონკრეტული მოსამართლეების, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც საბჭომ საქართველოს კონსტიტუციის და ორგანული კანონის სრული დაცვით მიიღო. შეგახსენებთ, რომ ეს არის ე.წ შუალედური გადაწყვეტილება წარდგენის შესახებ, რომელზეც უნდა იმსჯელოს საქართველოს პარლამენტმა.

მიზანი და მიზეზი არის ერთადერთი რომ ჰქონდეთ გავლენა პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და კონკრეტული კანდიდატების შერჩევისას იყოს მათი მხრიდან ჩარევა.

თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ისე როგორც ეს აქამდე ხდებოდა, მაშინ კმაყოფილები იქნებიან, ხოლო თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საერთო სასამართლოების სისტემა დამოუკიდებლად წარადგენს კანდიდატებს და ახორციელებს თავის საქმიანობას აბსოლუტურად დამოუკიდებლად ეს, რა თქმა უნდა, იწვევს მათ უკმაყოფილებას და კონკრეტული მოსამართლეების პიროვნული დევნის ფორმით გამოხატავენ პროტესტს“,- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE