არჩევანი მანამდე ეჭვქვეშ იდგა, ახლა კი – ცხადია – დავით ოქიტაშვილი

279
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი “ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო მიმართვას ეხმიანება.

“ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება დღეს გაკეთდა. ბატონმა ბიძინამ აიღო პასუხისგმგებლობა, დაანახა ყველას, რომ საქართველოს მეჭირნახულე ისაა, საქართველოს სხვისთვის მინდობა არ გამოდგა სწორი, ვერ გაუმკლავდა ზოგი ამბიციას,ზოგი – მექრთამეობას,ზოგი რასა და ზოგი რას.

დარჩნენ ერთგულნიც, მაგრამ უკვე გაფუჭებულ საქმეს მძიმე შრომა ჭირდება, აიღო პასუხისმგებლობაც და ხალხშიც თითქოს ნიჰილიზმმა ფერი იცვალა,იმედი გაჩნდა და მერყეობამაც სიმართლის გზა აირჩია.

ხალხმაც შვებით ამოისუნთქა. არჩევანი მანამდე ეჭვქვეშ იდგა, ახლა კი – ცხადია, ვალპურგის ღამეს კი ალბათ სიკეთემ და სიმართლემ დაუარა და როგორც კი მადლი ცოდვას დაერია შეარყია.  ახლა არჩევანი ცხადია, ჩვენ ვირჩევთ იმ ადამიანს, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო ჯერ 2012 წელს და დაამარცხა ბოროტება, ახლა კი კბილებადალესილთ მოერყათ ეშვები, საბოოლოდ კი გაიმარჯვებს ის სიბრძნე, რომელიც ხალხისაა და ხალხისთვის”– აცხადებს დავით ოქიტაშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE