ბოლო ამბები
12/12/2024

სამშობლოზე მონატრებული ინგა ფერაძე ბელგიაში, თავშესაფარში გარდაიცვალა

გაზიარება

სამშობლოზე მონატრებული ქართველი მომღერალი ინგა ფერაძე, 76 წლის ასაკში,  ბელგიაში, თავშესაფარში გარდაიცვალა.

მას ბოლო ჩართვა ჟურნალისტ მაკა რაზმაძესთან ჰქონდა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, თუ როგორ ენატრებოდა მისი ქვეყანა და ქალაქი, თუმცა, უსახსრობის და საცხოვრებლის არქონის გამო ვერ ჩამოდიოდა.

ინგა ფერაძის დასახმარებლად ანგარიშიც იყო გახსნილი, თუმცა, სამწუხაროდ დაგვიანდა და მომღერლის დიდი ხნის ნატვრა მხოლოდ ნატვრად დარჩა.

ინგა ფერაძე ბელგიაში შვილთან ერთად ცხოვრობდა და უყურადღებოდ არ ყოფილა, თუმცა თავშესაფარში მყოფ ადამიანებთან ენის არცოდნის გამო კომუნიკაცია არ ჰქონდა. ბოლოს მასთან ქართველი ჟურნალისტი და ამჟამად მიგრანტი ირაკლი კორძაია იმყოფებოდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ოჯახის თანხმობის შემთხვევაში გარდაცვლილი სამშობლოში გადმოასვენონ.

MULTIMEDIA.GE უსამძიმრებს ინგა ფერაძის ოჯახს.

ინგა ფერაძის ბოლო ჩართვა 2023 წლის 24 მაისს.

სხვა ამბების წაკითხვა