ლევან ხაბეიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და გიორგი ბოტკოველი დავით კეზერაშვილთან გაფრინდნენ

377
ნახვა/წაკითხვა

ლევან ხაბეიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, დავიტ კირკიტაძე და გიორგი ბოტკოველი კვიპროსში, დავით კეზერაშვილთან გაფრინდნენ.

ხაბეიშვილი ადასტურებს, რომ კეზერაშვილს ხვდება, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ქართველებთან შეხვედრასაც აპირებს.

“საქართველოს რუსული ხელისუფლება არ აძლევს შესაძლებლობას, მათ შორის, ადამიანებს, რომლებიც არიან პოლიტიკური დევნილები, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ. არამარტო კეზერაშვილთან შესახვედრად მივდივარ – ძალიან ბევრ პატრიოტ ქართველს შევხვდები,”-  ამბობს კეზერაშვილი “კურიერთან” საუბრისას.

___________________________