დაჯგუფება ჰამასის ტერორისტებმა ისრაელის ქალაქ კფარ აზაში დახოცეს ბავშვები, მათი მშობლები და ოჯახის სხვა წევრები.
ამ ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ისრაელის გენერალ იტაი ვერუვზე დაყრდნობით ავრცელებს.
“თქვენ ხედავთ ჩვილებს, დედებს, მამებს, მათ საძინებლებში, დაცვის ოთახებში, თუ როგორ კლავს მათ ტერორისტი. ეს არ არის ომი, ეს არ არის ბრძოლის ველი, ეს არის ხოცვა-ჟლეტა, ეს ტერორისტული აქტივობაა”, – თქვა ისრაელის მაიორმა, გენერალმა იტაი ვერუვმა.
“ეს არის ის, რაც არასდროს მინახავს ჩემს ცხოვრებაში. ეს არის ის, რასაც ჩვენ წარმოვიდგენდით ჩვენი ბაბუებისგან, ბებიებისგან ევროპასა და სხვა ქვეყნებში მომხდარი პოგრომის დროს. ეს არ არის ის, რაც ხდება ახალ ისტორიაში.” – დასძენს გენერალი.
დახოცილები არიან ასევე თავად ტეროტისტებიც, რომელთა ცხედრებიც მშვიდობიანი მოსახლეობის გვერდით ყრია მიწაზე.
სამხედრო სპიკერმა თქვა, რომ ჰამასის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 900-მდე გაიზარდა, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები დახვრიტეს საკუთარ სახლებში, ქუჩებში ან საცეკვაო წვეულებაზე, რაც 11 სექტემბრის გარდა ისლამისტების მიერ წარსულში განხორციელებული თავდასხმის მასშტაბებს აჭარბებს.
ღაზას ოფიციალური პირების თქმით, ისრაელის თავდასხმების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 770 ღაზას მოქალაქე, ხოლო ღაზას მთელი რაიონები გაანადგურეს.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს