ბატონებო და ქალბატონებო, მინდა მოგმართოთ ყველას – ჯამბულ გამცემლიძე

452
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

2006 წელს, პატრულის თანამშრომლის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე მიმართვას ავრცელებს.

“ბატონებო და ქალბატონებო… ! მინდა მოგმართოთ ყველას, ვისაც მისწვდება ჩემი ხმა. დღეს უკვე ნაწყენობა და ბუტიაობა არაფერს გვარგებს, დავივიწყოთ, თუ ვინმე უნდა იყოს ,,ოცნებაზე,, ნაწყენი პირველი ალბათ მე ვარ, დღესაც ჩემი შვილის საქმე თაროზეა შემოდებული და არავითარი რეაქცია არ ჩანს. მე ვარ შვილმოკლული მამა, რომელმაც იური ვაზაგაშვილთან, ია მეტრეველთან, რუსუდან შარაძესთან, ლია კრიალაშვილთან, ირინა ენუქიძესთან ერთად ვებრძოლეთ ნაცხროვას და ბევრი ოჯახი გადავარჩინეთ შემდეგი ტრაგედიისაგან.

სხვას თუ ერთი აგური აქვს დადებული ნაცხროვის მოსაშორებლად, ჩვენ და ჩვენმა შვილებმა რამდენი დავდეთ უფალმა უწყის, მე არ ვიცი, როგორ მიიღებს საზოგადოება ჩემ თხოვნას, მაგრამ მე და ჩემი მეგობრები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამათი ბოგინი მოისპოს საქართველოში და თუ ეს ვერ შევძელი, მე შევაკვდები მათ. დამიდექით გვერდით, ვინც შვილების მომავლით ვცხოვრობთ, ნურავის ეგონება მე დღეს რამე ჩემი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ვწერ ამ თხოვნას, მე დღემდე ვარ უმუშევარი და ჩვეულებრივად ვცხოვრობ ჩემ დარდსა და ავადმყოფობასთან ერთად. ბატონებო, დღესაც დაძრწის შავებში გადაცმული ,,აქლემის,, აჩრდილი ჩვენ ქვეყანაში ნაცბანდის სახელით და სად დაიჩოქებს არავინ არ იცის, არ გაგახარებთ ნაცებო სანამ ცოცხალი ვარ”– აცხადებს ჯამბულ გამცემლიძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE