ელოდება თუ არა ეკა ბესელია “ოცნებიდან“ გარიცხვას?

288
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

ეკა ბესელია გამორიცხავს და არასერიოზულად მიიჩნევს, რომ შესაძლოა ის ქართული ოცნების რიგებიდან გაირიცხოს, ამ საკითხზე მან პარტიული შეხვედრის დაწყებამდე ისაუბრა და თქვა, რომ მის გონებაში არ არის ადგილი იმაზე საფიქრელად, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილმა ის გუნდიდან გარიცხოს. ეკა ბესელია ამბობს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ის არის არგუმენტებით, თუ რატომ არ უნდა მოხდეს იმ მოსამართლეების უვადოდ არჩევა, რომლებიც დღეის მდგომარეობით არიან წარმოდგენილები.

ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა იმართება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE