დადასტურდა, რომ მელორ ვაჩნაძე გერმანიაში დააკვეს

301
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

აქტივისტი მელორ ვაჩნაძე გერმანიაში დააკავეს. ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუმცა დეტალებზე არ კონკრეტდება. გავრცელებული ინფორმაციით კი ვაჩნაძე ერთ-ერთ მაღაზიაში მას შემდეგ დააკავეს, რაც ის ფეხსაცმლის მოპარვას შეეცადა, თუმცა მაღაზიის უსაფრთხოების სამსახურმა კამერების დახმარებით ის ამოიცნეს და ქურდობის ფაქტი აღკვეთეს.

დამატებითი ინფორმაცია და დეტალები მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა უცხოურმა გამოცემამაც გაავრცელა ფოტოსთან ერთად. გამოცემის ცნობით, შემთხვევა 9 იანვარს მოხდა და სავარაუდოდ, მელორ ვაჩნაძესთან ერთად კიდევ ერთი კაციც იყო.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE