MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ჟურნალისტ ლევან ჩხაიძეს თბილისში ხვალ , 25 იანვარს, 17:40 საათზე ჩამოასვენებენ. პანაშვიდი 26 იანვარს წყნეთში, ფიროსმანის ქ. 6 გაიმართება.

გამოსვენება კვირას, 27 იანვარს 15: 00 საათზე ქაშვეთის ეკლესიიდან მოხდება. გარდაცვლილ ჟურნალისტს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე  33 წლის ასაკში  მოულოდნელად  გარდაიცვალა. ის ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა. ლევან ჩხაიძე TV პირველის ჟურნალისტი იყო.

 

თქვენი კომენტარი?