ბოლო ამბები
მაისი 27, 2024

14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ამბობს, რომ განზრახ მკვლელობა არ ჩაუდენია და ნანობს დანაშაულს

ოქტ11,2023
გაზიარება

14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ამბობს, რომ განზრახ მკვლელობა არ ჩაუდენია და ნანობს დანაშაულს. ამის შესახებ სასამართლოში განაცხადა.

მისი თქმით, განზრახული არ ჰქონია, რომ გოგონა მოეკლა და იარაღი, რომელიც ესროლა, პნევმატური ეგონა, რომელიც მხოლოდ ხმას გამოსცემს, თუმცა, იმასაც ამბობს, რომ ეგონა მხოლოდ ჭრილობას მიაყენებდა მას.

„ვნანობ, მაგრამ ეს განზრახ არ ჩამიდენია. მეგონა მხოლოდ ჭრილობას მივაყენებდი და როცა სისხლი დავინახე, შემეშინდა და გავიქეცი. მეგონა, პნევმატური იყო და მხოლოდ ხმას გამოსცემდა. იარაღის ტარებაც არ ვიცი, არასდროს მქონია ის”- თქვა ასლანოვმა.

ის ასევე ამბობს, რომ მოკლულის დედისგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ გოგონა 18 წლის იყო, შესაბამისად, მან არ იცოდა, თუ ის არასრულწლოვანი იყო.

„მე არ მყავდა არასრულწლოვანი ცოლად, დედამისი მეუბნებოდა, რომ ის თვრამეტი წლის იყო“ – ამბობს ბრალდებული, რომლის თარგმანსაც “ფორმულა” ავრცელებს.

სხვა ამბების წაკითხვა